1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ჩხოროწყუში ორი ადამიანი ვინც გადაარჩინა, პილოტი არის გმირი. გვითხარით ამ ადამიანის სახელი და გვარი"- ელისო ჩაფიძე

"ქართული ოცნების" წევრი ელისო ჩაფიძე სოციალურ ქსელში ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები წყლიდან ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანის ფაქტს ეხმაურება.

"ჩხოროწყუში ორი ადამიანი ვინც გადაარჩინა, პილოტი არის გმირი. გვითხარით ამ ადამიანის სახელი და გვარი"- წერს  ჩაფიძე.

შეგახსენებთ,რომ ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანეს. მდინარის შუაგულში ჩარჩენილი ადგილობრივების გადარჩენას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

მდინარის უეცარი ადიდების გამო, მათი ადგილიდან გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ადგილზე მდინარე ხობისწყალი ადიდდა, მდინარეში წარმოქმნილ კუნძულზე კი 2 ადამიანი იმყოფებოდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები