0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

" მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად.."- კობახიძე მარგველაშვილს

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ "არჩევანის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს  ეხმაურება 

„ მე კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. 

ჩვენ ვთავაზობთ ძალიან კარგ ფორმატს პრეზიდენტს,ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე, ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება არის ძალაში და ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ფორმატი შედგება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები