1 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

649 დევნილ ოჯახს სამეგრელოში საკუთარი სახლები გადასცეს

დევნილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები