1 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

    პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის ახალი პოლიტიკური პარტიის დაკომპლექტებას განაგრძობს. პარტიის წევრების წარდგენას დავით უსუფაშვილი ოფიციალურად ხვალ აპირებს.

„ეს გუნდი ემზადება არჩევნებში მონაწილეობისთვის ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე გუნდის ფორმირების, ამიტომ ეს არ იქნება ყველა მუნიციპალიტეტში სრულფასოვანი კამპანია, თუმცა ბევრგან გვექნება ძალიან საინტერესო კამპანიაც და საინტერესო კანდიდატებიც.

  ვიბრძოლებთ თბილისშიც, ოღონდ ჩვენი ბრძოლა იქნება შრომითი. მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, საინტერესო ვარიანტები გვაქვს,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები