2 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ მუდმივად ისმის შეურაცხყოფა და ლანძღვა"

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკვე სამ თვეზე მეტია პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად ისმენენ შეურაცხყოფას, ლანძღვას და ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის, სამწუხაროდ, სიახლე არ არის. 

„გარკვეულწილად ვატყობ ტენდენციას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად სურთ ასეთი კომენტარების დამკვიდრება, შესაბამისად, აღნიშნულზე კომენტარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები