1 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გივი თარგამაძე პროკურატურაში იმყოფება

ჩამოტვირთვა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი გივი თარგამაძე ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფება.


ოპოზიციის წარმომადგენელის საგამოძიებო უწყებაში დაბარება მასზე განხორციელებულ ტერაქტს უკავშირდება.


როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, მას აქვს საკუთარი გამოძიების შედეგები, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლებს გააცნობს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სავარაუდოდ მისი მანქანის აფეთქებაში მონაწილეობდნენ.


„შეხვედრა არის ჩემი ინიციატივით ვინაიდან გამოძიების ვადა მთავრდება თვის ბოლოს, უკვე ჩანიშნულია სასამართლოს პირველი სხდომა 3 ივლისს, აქედან გამომდინარე მაინტერესებს რა კონდინციაშია გამოძიება.


"მე პირადად მაქვს ჩემი საკუთარი გამოძიების შედეგები და თუ დამხვდა იგივე სიტუაცია რაც წინა შეხვედრაზე, მე ამ ჩემს ინფორმაციას მივაწვდი იმისათვის, რომ თუ ექნებათ სურვილი ეს ინფორმაციაც გადაამოწმონ,“-განაცხადა გივი თარგამაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები