1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილემ მუხთარლის საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს თავი აარიდა და სტუდია დატოვა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელსაც გადაცემა არჩევანში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე უნდა ესაუბრა, სტუდიაში სტუმრების და გადაცემის წამყვანის პროტესტი დაიწუნა და სტუდია ულტიმატუმით დატოვა.

მან გადაცემის წამყვანს და ჟურნალისტებს მიმართა, რომ ან ისინი ტომრებს მოიხსნიდნენ, რომელიც მათ პერფორმანსისთვის ეკეთათ, რადგან ის თავს უხეხულად გრძნობდა, ან დატოვებდა სტუდიას.    


„მე ვფიქრობ, ჩვენი საუბრის მიზანია, რომ საქმიანად დამატებითი დეტალები მოგაწოდოთ. მე პერფორმანსში მონაწილეობის არანაირი ხასიათი არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ფორმატში საუბარიარ იქნება მიზანშეწონილი

გიყურებთ თავზე ტომარაჩამოფარებულს, თქვენი გადასაწყვეტია, ან ვაგრძელებთ და მოისმენთ ინფორმაციას, ან მე მარტივად შემიძლია, რომ დავტოვო ეს გადაცემა,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

იქიდან გამომდინარე, რომ წამყვანმა საკუთარი გადაწყვეტილება არ შეცვალა, შალვა ხუციშვილმა საბოლოოდ გადაცემა დატოვა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები