2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"წყალგადინების ტარიფი მიზერულია.." - ბუნებრივი აირის და წყლის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

ჩამოტვირთვა

ბუნებრივი აირის და წყლის ტარიფი შესაძლოა, გაიზარდოს. წყალომამარაგების კომპანიებს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ამ ეტაპზე სატარიფო განაცხადები შეაქვთ და ტარიფების გადახედვას ითხოვენ. 

კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის დირექტორი ოპერაციული მართვის დარგში, მამუკა კიკალიშვილი აცხადებს, რომ ტარიფი ადეკვატური უნდა იყოს.

რამდენით გაიზრდება ბუნებრივი აირის ფასი - ამ საკითხზე ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უკვე 2 კვირაში მოუწევს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას საჯარო სხდომებზე მიიღებენ. მისი თქმით, ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ჯერ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ენერგეტიკოსები კი, გაზის ტარიფის მომატებას პროგნოზირებენ. ისინი ტარიფის შესაძლო ცვლილებას ლარის დევალვაციას უკავშირებენ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები