0 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ქართული ოცნება ყოველ დღეს უთმობს მის მიერვე ჩადენილი დანაშაულის დამალვას"

ჩამოტვირთვა

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე შეფასებები კიდევ ერთხელ კეთდება საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან.

ქართული ოცნება ყოველ კალენდარულ დღეს უთმობს მის მიერვე ჩადენილი დანაშაულის დამალვას, გადაფარვას. დასაჯონ ფარცხალაძე, ადამიანი, რომელიც მართავს პროკურატურას, მართავს ფინანსურ პოლიციას და წარმოუდგენელი გავლენით სარგებლობს სასამართლო სისტემაში, ნიშნავს, რომ ჩამოანგრიო ის არაფორმალური სტრუქტურა, რომელსაც ქართული ოცნება ხუთი წლის განმავლობაში აშენებდა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, არჩევნებამდეც კი ვერ მივიდეს,“ - აცხადებს ნიკა მელია.

„ის, რომ ჩვენი ხელისუფლება გადაეფარა ფარცხალაძეს, კრიმინალს და კორუფციული გარიგებების თანამონაწილეს, ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში და თვითონ იმ განცხადებების ავტორებსაც კი, რომლებიც მოგვიწოდებენ უმრავლესობიდან, რომ დაველოდოთ გამოძიებას, არ სჯერა, რომ გამოძიება რაიმე ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდიას მტკიცებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მიაყენა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები