1 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" მოსახლეობას და მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამას აცნობს

ევროპული საქართველო მოსახლეობას და მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამას აცნობს. ეკონომიკური ინიციატივები საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამჯერად რუსთავში, მცირე ბიზნესით დაკავებულ მეწარმეებს გააცნო.

პროგრამის მიხედვით, 100 000 ლარამდე წლიური ბრუნვის ბიზნესი ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება, 200 000 ლარამდე ბიზნესისთვის კი, გაიზრდება დღგ-ს გადახდის მინიმალური ზღვარი.

„ევროპული საქართველოს 2 კონკრეტული ინიციატივა - ბრუნვის გადასახადის გაუქმება მცირე ბიზნესისთვის და დღგ-ს გადახდის ქვედა ზღვრის აწევა 200 000 ლარამდე არის ის 2 კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც გადაარჩენს მცირე ბიზნესს და ამით 10 ათასობით ადამიანს ქვეყანაში, სამსახური შეუნარჩუნდება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები