0 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ის დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს" - გომელაური მუხთარლიზე

ჩამოტვირთვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან იძულებით გაყვანის ფაქტს, სახელწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ეხმაურება. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ  აზერბაიჯანელი მხარის ინფორმაციით, ჟურნალისტი დააკავეს არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მწვანე საზღვრის კვეთისას, სადაც პასპორტი არ სჭირდება.

„არ უნდა ვიჩქაროთ ჩვენ, მე თავს შევიკავებ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. მიმართა უკვე აზერბაიჯანულ მხარეს. ალბათ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. ჩვენც მოგვწერენ სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება, რომელ საზღვარს კვეთდა. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ის დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს  და არა გამშვებ პუნქტზე, სადაც პასპორტი არ სჭირდება იქედან პასპორტით არ გადადიან. დაგვიზუსტებენ რომელ მხარეს გადადიოდა, საიდან გადადიოდა, სად მოხდა. ჩვენს შევისწავლით ამ ფაქტს,“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გუშინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები