0 5 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ქართველი ხალხის მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია" - პაოლო ალი

ჩამოტვირთვა

ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, მისი მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია - ეს განცხადება, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პაოლო ალიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას. 

"დღეს ისტორიულ სესიას ვასრულებთ. საქართველომ გააკეთა არჩევანი, ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, მისი მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია. ნატო არ არის მხოლოდ დაცვითი ორგანიზაცია, ეს თანამშრომლობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება; ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ არა ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. ვთვლით, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ანექსია მიუღებელია,"-განაცხადა პაოლო ალიმ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები