0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მაკა ჩიჩუასთან და ანა მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და შვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა, მოქალაქეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

"მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როცა ყველა ერთად ვზეიმობთ ამ დღეს. მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ და რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით. მოხდა გარდატეხა და ვიხსენებ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაშინაც უხაროდა ეს დღე. დღესაც, როცა ყველანი ერთად ვართ ერთი ემოციით გაერთიანებულნი ძალიან მიხარია და ყველას გილოცავთ, ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები