1 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერითჩვენ ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ"

ჩამოტვირთვა

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ახლა აქ იმყოფება იმისთვის, რომ თვალსაჩინო გახადოს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას სრულ მხარდაჭერას საქართველოსადმი - ეს განცხადება, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გააკეთა.

პაოლო ალიმ საქართველო ნატოს ურთიერთოერთობებზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა და თქვა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და მისი დაცვა პირდაპირ პროპორციულია დასავლური ქვეყნების უსაფრთხოებისა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი მუშაობა გასწია, დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების კუთხით, განსაკუთრებით ავღანეთში საერთაშორისო მისიების კუთხით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეტანილი ჯარისკაცების მხრიდან და ჩვენ უფრო და უფრო მეტად გვესმის, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება საქართველოში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის და ამ რეგიონის სტაბილურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა დასავლეთის ქვეყნისათვის. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დაცვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით ფაქტობრივად ჩვენ ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ. ასე, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ჩამოვსულიყავით,“ - განაცხადა პაოლო ალიმ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის არაწევრ ქვეყანაში ჩატარება ჩვეულებრივი პროცესი არ არის. მისი თქმით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღლდება.

 

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა აღნიშმა, რომ იშვიათად ხდება, როდესაც არაწევრ ქვეყნებში იმართება სესიები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დევიდ ჰობსის განმარტებით, ნატოს არის ძალიან კარგი საშუალება, ასამბლეის მხრივ, რომ გამოხატოს მჭიდრო და მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები