2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საქართველო აუცილებლად შეუერთდება ნატოს"- უილიამ ლაჰიუ

ჩამოტვირთვა

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საქართველო აუცილებლად შეუერთდება ნატოს - ეს განცხადება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი გააკეთა.

უილიამ ლაჰიუმ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამებლის საგაზაფხულო სესიის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს 25 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი თბილისში, საქართველოს მხარდასაჭერად იმყოფება.

ლაჰიუს განცხადებით, ალიანსის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მისწრაფების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

„ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს. სწორედ ამიტომ იმყოფება ალიანსის 25 წევრის მუდმივი წარმომადგენელი აქ თბილისში, ჩვენს სამეკავშირეო ოფისში. ჩვენ აქ ვართ საქართველოს და მისი ნატოში გაწევრიანების მისწრაფებისმხარდასაჭრად. როდის გაწევრიანდება, ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურად თითოეულ მოკავშირეზე. მაგრამ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საქართველო აუცილებლად შეუერთდება ნატოს,” -განაცხადა უილიამ ლაჰიუმ. 

თბილისში ხვალ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თბილისში მრავალმხრივი შეხვედრები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ეს ასამბლეის პირველი სესიაა, რომელიც 2002 წლის შემდეგ ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები