0 6 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სამუშაო პირობები ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- იანოშ ჰერმანი

ჩამოტვირთვა

   შრომის ინსპექციის არსებობის აუცილებლობაზე მსჯელობდნენ დღეს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე

  ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  „დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შრომითი უფლებების კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში არის საკმაოდ რთული. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ნაბიჯები, რომელსაც დგამს სახელმწიფო, არ არის ეფექტიანი, არ არის ადეკვატური და ის ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ. 

  დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანიც.

„შრომითი ინსპექცია საზოგადოების ინტერესშია. ტყიბულის მაღაროში მოხდა ძალიან სამწუხარო ინციდენტი. უფრო ფართო კონტექსტში კი უნდა ვთქვათ, რომ ინციდენტების რაოდენობა საქართველოში სამუშაო ადგილებზე არ მცირდება. სამუშაო პირობები კი, ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მხარს უჭერს შრომითი ინსპექციის შემოღებას,“ - განაცხადა ჰერმანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები