1 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ფოტო მედვედევთან ერთად - ქუმსიშვილს თავის მართლება მოუწია

ჩამოტვირთვა

    სამახსოვრო ფოტო ოკუპანტი ქვეყნის პრემიერმინისტრთან ერთად - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ვიცე პრემიერი ფოტო კამერების წინ, სწორედ დიმიტრი მედვედევთან ერთად პოზირებდა.

დიმიტრი მედვედევთან ერთად გადაღებულ სამახსოვრო ფოტოსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

ქუმსიშვილი ამბობს, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე და ფოტოს გადაღება პროტოკოლით იყო გათვალისწინებული.

„უდნა გამოვიყენოთ ყველა შესაბამისი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სწორედ ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა გუშინ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე. არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, ეს იყო პროტოკოლური ფოტო, ხოლო გზავნილები და საქართველოს პოზიცია მე დაგიფიქსირეთ. ეს იყო პროტოკოლური ფოტო, სადაც ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს, სადაც უნდა ვმდგარიყავით,“ - განმარტა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები