0 4 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია"- ფარცხალაძის ადვოკატი

აუდიტის სამსახურში გამართულ ბრიფინგს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის უფლებადამცველი გაგი მოსიაშვილი გამოეხმაურა.

„ეს დოკუმენტი ამტკიცებს იმას, რომ აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რომ აუდიტის სამსახური ამბობს, რომ ვერ მოიძია თურმე კომუნიკაცია, რომ არსებობდა მერიასთან აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ შევიდა. ჩანაცვლების საკითხი დგას ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ არის და თუ ამ კუთხით გავყვებით, ლოგიკურია, რომ არანაირ პრივილეგირებულ მდგომარეობაზე არ არის საუბარი და პლიუს ამას, ლევან სამხარაული ექსპერტიზის დასკვნით არის შეფასებული მიწის ნაკვეთები და რაც არის სხვაობა, ეს სხვაობა არის შემდგომში გადახდილი ამ ჩანაცვლების შემთხვევაში ფარცხალაძის კომპანიის მხრიდან,“ - განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აუდიტის სამსახურმა ოთარ ფარცხალაძესა და მერიას შორის ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე ინფორმაცია გაავრცელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები