1 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გელა ხვედელიძის საქმის ახალი გარემოებები

  შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძეზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება შესაძლებელია, - ამის შესახებ გელა ხვედელიძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა. 

ნათია კორკოტაძემ  გელა ხვედელიძის თავდასხმის საქმეზე ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეომასალა გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ საქმის გამოძიება განზრახ ფერხდება. 

  ადვოკატის თქმით, ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ გელა ხვედელოძეზე თავდასხმა მიზანმიმართულად მოხდა. 

  შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები 3 აპრილს დაესხნენ, შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, ხვედელიძის სახლთან მოხდა. ის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები