0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ის ფაქტი, რომ მხოლოდ გუშინ მოხდა ფარცხალაძის დაკითხვა, უკვე კითხვას აჩენს - უჩა ნანუაშვილი

ჩამოტვირთვა

სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, საქმესთან დაკავშირებით. უჩა ნანუაშვილის თქმით, პროკურატურის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს.

„ის ფაქტი, რომ მხოლოდ გუშინ მოხდა ფარცხალაძის დაკითხვა, უკვე კითხვას აჩენს, რატომ არ მოხდა დაუყოვნებლივ. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს გამოძიებას. იმედი მაქვს, რომ გონივრულ ვადაში ძალიან ბევრ საკითხზე გვექნება ინფორმაცია და კითხვებს გაეცემა პასუხი,“ - განაცხადა ნანუშვილმა.

ომბუდსმენი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება გონივრულ ვადაში დასრულდება.

„თუ ეს გამოძიება არ დასრულდა და კიდევ ერთი გაწელილი საქმე მივიღეთ, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგება სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა,“ - განაცხადა ნანუაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები