1 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"დაიცავი კონსტიტუცია" - საპროტესტო გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

ჩამოტვირთვა

კამპანია დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში საპროტესტო გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართა. აქციის მონაწილეების აზრით, საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოერთვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება და ცვლილებები ყველა პოლიტიკური ძალისთვის განვითარებისა თანაბარ შესაძლებლობებს უნდა ტოვებდეს.

ახალი კონსტიტუციის პროექტს ნაციონალური მოძრაობის წევრები ბათუმშიც აპროტესტებენ. ოპოზიციონერები ბათუმის იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ.ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, კიდევ ერთხელ ამ ფორმით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. ოპოზიციური პარტიის წევრებმა მოქალაქეებს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდეს. მათივე თქმით, ცვლილებების პაკეტი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების პირად ინტერესებს ემსახურება.

საპროტესტო გამოსვლა გაიმართა ზუგდიდშიც, მოთხოვნები აქაც იგივე იყო - სამართლიანი საარჩევნო გარემოსა და ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა, რასაც აქციის მონაწილეების აზრით, შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს.

დაიცავი კონსტიტუცია, დაიცავი უფლება აირჩიო პრეზიდენტი, დაიცავი შენი ხმა! - ამ მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია თელავშიც გამართეს.

ერეკლეს ძეგლთან შეკრებილი ახალგაზრდები მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციას შეუერთდა ნაციონალური მოძრაობა გორშიც. აქტივისტები ზუსტად 12 საათზე შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრში იუსტიციის სახლთან და მდუმარე აქცია გამართეს. მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით დაიცავი კონსტიტუცია. დაიცავი უფლება აირჩიო პრეზიდენტი, დაიცავი შენი ხმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები