1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ჩაიშალა

ჩამოტვირთვა

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ჩაიშალა. როგორც ცნობილია, დღეს ფილარმონიის დიდ დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დარბაზში დამსწრეთა ნაწილმა ხმაურიანი შეძახილებით, პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის დაწყების საშუალება არ მისცა. 

ისინი სკანდირებენ, რომ კონსტიტუცია ხალხს ეკუთვნის და ასევე, ახსენებენ ტყიბულში დაღუპულ მაღაროელებს. 

პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებდა, რომ საქართველოში კომუნიზმის ადგილი არ არის. მან ასევე აქღნიშა, რომ არსებობდა ინფორმაცია, პროვოკაციის მოწყობის შესახებ.  

„საქართველოში დამთავრდა კომუნიზმის დრო. არასოდეს არ დაბრუნდება, ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით და კონსტიტუციაც ზუსტად ამას ემსახურება, ქართული საზოგადოება ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაა და არაა ბოლშევიკებისა და მენშევიკების საზოგადოება, ამას ჩვენ არასოდეს დავუბრუნდებით. საქართველო ივლის ილია ჭავჭავაძის გზით. ილია ჭავჭავაძის გზიდან არ გადავუხვევთ. შეგვიძლია დღევანდელი შეხვედრა დახურულად გამოვაცხადოთ. აქ იყო შეკრებილი 2 ათას 500 ადამიანი, რომელსაც სურდა ინფორმაციის მიღება კონსტიტუციის თაობაზე, თუმცა რამდენიმე ათეულმა კომუნისტმა, ასევე გამოვიდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ისაუბრა აქ ერთ საკითხთან დაკავშირებთ, ეს ადამიანი პირდაპირ შემიძლია გითხრათ არის მჭიდროდ დაკავშირებული ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან, კომუნიზმების და რუსეთუმეების ადგილი საქართველოში დამთავრდა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეხვედრას სტრუდენტები, პროფკავშირების გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენბლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები