1 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რატომ გადაადგილდება ყოფილი პროკურორი ფინანსური პოლიციის მანქანით ? - სკანდალური ვიდეოკადრები

ევროპული საქართველო ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. კადრები რომელიც გივი თარგამაძემ მოიპოვა, აღბეჭდილი ყოფილი გენერალური პროკურორი და ამჟამად რიგითი მოქალაქე როგორ სარგებლობს სახელმწიფო სტუქტურების კერძო ავტომობილით, რომელიც ფინანსური პოლიციის საკუთრებაშია
.
"ქვემოთ მოყვანილ კადრებში დოკუმენტალურად არის დაფიქსირებული, რომ სამოქალაქო პირს, ოთარ ფარცხალაძეს ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურის ინფრასტრუქტურა. კერძოდ, მანქანები, რომლებითაც მოძრაობს ფარცხალაძე, არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში. ღამით ისინი დგანან ფინანსური პოლიციის სადგომზე, დილით კი გადიან ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მისამართზე, ჯანაშიას ქუჩის 28 ნომერთან, სადაც მანქანაში ჯდება ყოფილი მთავარი პროკურორი და დღის განმავლობაში მოძრაობს ამ ავტომობილით. ასევე, ავტომობილი, რომელიც ემსახურება ფარცხალაძის მეუღლეს, არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში. შესაბამისად, მძღოლები და დაცვის წარმომადგენლებიც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები არიან. გაუგებარია, რატომ ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურა ჩვეულებრივ მოქალაქეს. ასევე, ამ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ გუშინ, რესტორან ელ ცენტროში სახელმწიფო სტრუქტურის (აუდიტის სამსახურის) ხელმძღვანელს სცემეს მეორე სახელმწიფო სტრუქტურის (ფინანსური პოლიციის) თანამშრომლებმა, რომლებიც ფარცხალაძის დაცვის ფუნქციას ახორციელებდნენ, კერძო პირის ინტერესის დასაკმაყოფილებლად," - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გივი თარგამაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები