0 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაპირისპირება კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვაზე

ჩამოტვირთვა

დაპირისპირება კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვაზე. ერთმანეთს მოსახლეობა და დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრები დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსწევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, გამოსვლას მოჰყვა. ლორთქიფანიძეს სიტყვით გამოსვლა არ დაასრულებინეს. დიმიტრი ლორთქიფანიძე სიტყვით გამოსვლისას სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობდა. კერძოდ კი მოსამართლეთა არჩევის და უვადოდ დანიშვნის წესზე. 

„5 წუთი არ მეკუთვნოდა, რომ დამემთავრებინა ფრაზა? პირში რომ მივარდებიან, ხელისუფლების მოყვანილი ხალხია. თავის საკუთარ სინდისს ჩახედოს ყველამ,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

პარტიის წევრებმა მოქალაქეების ნაწილი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულეს.

„პროვოკაციაზე მოდიხართ ახლა თქვენ იმიტომ, რომ 5-ლარიანი ხარ მოსული, ხელისუფლება, რომ გიხდის ხელფასს,“ - მიმათა პარტიის წარმომადგენელმა მოქალაქეს.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა გორში მიმდინარეობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები