1 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები საქალაქო სასამართლოში იკრიბებიან

ჩამოტვირთვა

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან.

გუშინდელ აქციაზე დაკავებული 5 მოქალაქის პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 163-ე და 177-ე მუხლით  ედებათ, რაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები პარლამენტის წინ, რუსთველის გამზირზე აიყვანეს. აქციის მონაწილეები ზარალის კომპენსაციას ითხოვდნენ.

კრედტორების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე იმართებოდა მშვიდობიანი აქცია და დაკავებულებს  კანონი არ დაურღვევიათ.

გუშინ დაკავებული უფლებადამცველის, დიმიტრი ტუსკაძის, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის ვიდეომტკიცებულება გააჩნია, რომელსაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარადგენს.

„საგანგაშოა ეს სიტუაცია, როდესაც ქალაქში, ქვეყანაში, დღისით, მზისით, უფლებადამცველი და ტელეწამყვანი დგას, აძლევს ინტერვიუს და მას ისე აკავებს. პოლიციამ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და არამედ შელახულია სიტყვის თავისუფლება,“ - განაცხადა დიმიტრი ტუსკაძის ადვოკატმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები