1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკა ბესელია პრეზიდენტს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს საუბრის დასასრული

ჩამოტვირთვა


პრეზიდენტის არჩევის წესი - ეკა ბესელია პრეზიდენტს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებსდღეს, 10:07 261   

საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკა ბესელია გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კონკრეტულად საუბარია იმ ცვლილებაზე, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას.

ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ განცხადებები იმის შესახებ,  თითქოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება უკავშირდება პერსონალურად გიორგი მარგველაშვილის პიროვნებას, არის მცდარი.

ბესელიას განცხადებით, პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილს გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს.

„პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, წარმოაჩინოს ძალიან ღიად და აშკარად მცდარად ვითარება ისე, რომ, თითქოს, ეს არის პერსონალური გადაწყვეტილება მისი პიროვნების მიმართ, ეს არის სრულიად გაუმართლებელი და ეს ძალიან აზიანებს პროცესს და არავის არ გვაქვს ჩვენ იმის შინაგანი ილუზია და იმის განცდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვებას მოიპოვებდა და ეს არის რაიმე შიშით ნაკარნახევი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოებას საკუთარი მცდარი მოსაზრება მოახვიოს თავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები