2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე"

ჩამოტვირთვა

კოალიაცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, ესწრება. შეხვედრაზე მოსამართლეების უვადოდ განმწესების პრობლემაზე საუბრობენ.

„ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ყოველგვარი გარეშე გავლენისგან თავისუფალი. ჩვენ ვაღიარებთ გარკვეულ პროგრესს, თუმცა მნიშვნელოვანია, რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს რეალურ ცხოვრებაში. აუცილებელია, რომ საზოგადოებაც და პოლიტიკური სუბიექტებიც გრძნობდნენ, რომ სასამართლო სისტემის გაუმჯობესება რეალურია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას გრძნობდნენ ბიზნეს სექტორშიც, რომ მათ შეეძლოთ სასამართლოს ნდობა და ფიქრობდნენ, რომ გადაწყვეტილება იქნება მაღალპროფესიული და დამოუკიდებელი,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიაციები და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები