1 8 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში

ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  საქართველოში მოსკოვის   ყოფილი მერის იური ლუჟკოვის სტუმრობას გამოეხმაურა.

 როგორც სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, მას საქართველოში არ უშვებენ, ხოლო ქვეყნის მტრებს სხელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე  უარს არ ეუბნებიან: 

ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს, ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ "მოსკოვის რაიონი" დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და რუსეთში მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი. მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ! სიმბოლურია, რომ ჩვენ ლუჟკოვს და მის ამფსონებს 2004 წლის 6 მაისს, გიორგობაზე ამოვუკვეთეთ ფეხი საქართველოდან, ამათ კი, იგივე დღეს, გიორობაზე მიიღეს და უგალობეს კიდევაც! მურვან ყრუსაც უგალობებდნენ? შაჰ აბასსაც უგალობებდნენ? პუტინსაც უგალობებენ?“,-წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ლუჟკოვმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ აფხაზთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ საქართველო თავს უკეთ გრძნობს 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები