0 8 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იური ლუჟკოვს წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მასპინძლობდნენ

ჩამოტვირთვა

მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი საქართველოში გუშინ 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში მეუღლესთან ერთად ქართულ, არამეულ ენაზე ჩატარებულ წირვას დაესწრო.

იური ლუჟკოვის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა, გუშინწინ ის მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად წყნეთში ერთ-ერთ რესტორანს სტუმრობდა. რესტორნის მენეჯერის განცხადებით, რუს სტუმრებს ქართველები მასპინძლობდნენ და მათ შორის ცნობადი სახეები არ ყოფილან.

„ქართველები იყვნენ მასპინძლები, მაგრამ მათ შორის ცნობილი სახე, პოლიტიკოსი ან მთავრობის წარმომადგენელი არ ყოფილა არავინ,“ - განაცხადა ევგენი ჩერნომუროვმა.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ლუჟკოვი ოფიციალურად საქართველოში არავის მოუწვევია. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ყოფილი მერი ოკუპირებულ აფხაზეთშიც არის რამდენჯერმე ნამყოფი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები