ახალი ამბები
სასამართლომ ოთარ კახიძე იარაღის ტარების გამო 500 ლარით დააჯარიმა
2017-07-26 15:06:26
სასამართლოს გადაწყვეტილებით დეპუტატ ოთარ კახიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა და ერთი თვით იარაღის ტარება აეკრძალა.
დეპუტატი ამბობს რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და არ აპირებს მის გასაჩივრებას.
„2016 წლის 3 დეკემბრიდან ვატარებ იარაღს იმის გამო, რომ ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ოპოზიციონერები არ არიან დაცული თავდასხმებისგან, მაგალითისთვის კორცხელის ინცინდენტიც საკმარისია", - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა.
კომენტარები