0 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი სასანია: “ახალი მოთამაშის გამოჩენა ფარმაცევტულ ბაზარზე მისასლმებელია“

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა. ბაზარზე არსებული ფარმაცევტულიკომპანიები კი აცხადებენ, რომ გაკოტრების პირას არიან. ფარმა ბაზარზე არასებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ექსპერტს ირაკლი სასანიას ვესაუბრეთ:

"ეკონომიკის კანონებიდან და ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტად არის ბაზარზე პლურალიზმი, მით უფრო უკეთესია ბაზრისთვის და ეს ჯანსაღ კონკურენციაზე მიანიშნებს. როცა მეტი კონკურენცია იქნება, ფასებიც შესაბამისად დარეგულირდება. გასაგებია, რომ დამატებითი მოწინააღმდეგის თუ კონკურენტის ხილვა ალბათ, არ მოსწონს ზოგიერთ  მოთამაშეს, მაგრამ სინამდვილეში საბოლოო შედეგისთვის თავად არსებული მოთამაშეებისთვისაც კი მისაღები უნდა იყოს“.

„რაც უფრო მეტი კონკურენტი იქნება ბაზარზე, უკეთესია“, - აცხადებს სასანია და აღნიშნავს, რომ თუ ვინმე ვერ შეეგუება ახალ მოთამაშეს, ეს მისი პრობლემაა და ამაში ზოგადად ცუდს  და უარყოფითს ვერაფერს ხედვს.  „მხოლოდ ერთი რამ არის ყურადღება მისაქცევი – მედიკამენტების ხარისხი. როდესაც გვესმის, რომ გამოჩნდა ახალი მოთამაშე "ჰუმანითი ჯორჯია“ დაბალი ფასებით, უნდა გვქონდეს გარანტია, რომ დაბალი ფასის ხარჯზე ხარისხი დაბალი კი არა, მაღალი იქნება. თავად ახალი მოთამაშის გაჩენა ფარმაცევტულ ბაზარზე მისასალმებელია, არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა მოთამაშისთვის. უფრო მეტად ჩადგება ფორმაში ყველა მათგანი, მეტად იქნებიან მობილიზებულები მძაფრი კონკურენციის პირობებში ფასების, ხარისხისსა და მომსახურების რეგულირების თვალსაზრისით“, – ამბობს ირაკლი სასანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები