მსოფლიო
„ინდოეთში ძალიან ბევრი მაღალხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტი მზადდება“
2015-11-14 14:46:05
ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასებისა და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაანონსა.
და მაინც, რა არის ჯენერიკი და ბრენდული მედიკამენტი, რა საერთო და განსხვავებააა მათ შორის, რამდენად სანდოა ჯენერიკი... ამ მიმართულებით, საზოგადოებაში ინცფორმაციულობის დონე საკმაოდ, დაბალია.
სპეციალისტების, ფარმაცევტებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების სანდოობასა და გამოყენების აუცილებლობაზე. ნაწილი კი, მიანიშნებს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს. ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც ჯენერიკ პრეპარატებს, უბრალოდ, არ ენდობიან და უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს ანიჭებენ. ექსპერტები ასეთ მიდგომას მაინც, ინფორმაციულობის დაბალი დონითა და ქვეყანაში დამკვიდრებული გაუზრებელი სტერეოტიპებით ხსნიან.
რა უნდა ვიცოდეთ ჯენერიკების შესახებ და რა მექანიზმებით ხდება მათი ხარისხის კონტროლი საქართელოში, გვესაუბრება, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი:
- საერთაშორისო სტანდარტებით, ჯენერიკად შეიძლება აღიარო ისეთი მედიკამენტი, რომლის აქტიური მოქმედება განისაზღვრება 80–დან 120 პროცენტამდე. ეს ევროპაში მიღებული ნორმაა. რადგან წამლის მოქმედების სიძლიერე შეიძლება იყოს 40 პროცენტიც, და ეს ცოტა არ არის. ზოგადად ჯენერიკ მედიკამენტებზე საუბარი ის ხარისხიანია თუ უხარისხო, მართებული არ არის. პროდუქცია, რომელიც ხარისხის კონტროლის ნორმებს აკმაყოფილებს და როგორც მაღალი ხარისხის პროდუქცია ამ ჭრილში განისაზღვრება, ამ შემთხვევაში ის პრობლემას არ წარმოადგენს და უსაფრთხოა. მეორე საკითხია რამდენად ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის მექანიზმები საქართველოში და რამდენად შეუძლია უზრუნველყოს ჯენერიკის შესაბამისობა ბრენდთან. ამიტომაც აუცილებელია, ქვეყანაშიამ მექანიზმის ამუშავება და გამკაცრება.
- ბოლო პერიოდში რა ტენდენცია შეინიშნება, ჯენერიკების მოხმარებამ მოიმატა თუ იკლო? როგორია ეს ტენდენცია ევროპაში და დასავლეთის ქვეყნებში?
- ჯენერიკ პროდუქცია საქართელოში საკმაოდ ინტენსიურად არის წარმოდგენილი და აქ ზოგჯერ ჯენერიკი ბრენდთან შედარებით უფრო ძვირიც ღირს ხოლმე. მაგალითად, მოგიყვანთ პრეპარატ როცეფინს, რომლის 100–ზე მეტი ჯენერიკია საქართველოში დარეგისტრირებული. ამ შემთხვევაში, თავად ბრენდი როცეფინი არ არის ძვირი და გაყიდვებშიც პროცენტულად საკმაოდ, მცირე ადგილი უჭირავს. საერთო ჯამში ჯენერიკები მთელ მსოფლიოში გამოიყენება. ჯენერიკების ბრენდთან პროცენტული შეფარდება მოხმარების მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში დაახლოებით 70/30-ია (70 ჯენერიკის სასარგებლოდ). ეს იმიტომ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ბრენდული პროდუქცია ძვირია და ჯენერიკისკენ იხრებიან.
– მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდური კომოანიები დაინტერესდნენ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლით. რამდენად ხარისხიან პროდუქციას ქმნიან ინდოეთში მოქმედი ქარხნები?
– ბრენდისა და მისი ჯენერიკის აბსოლუტური შესაბამისობა არ არსებობს. მთავარი გახლავთ ბიოექვივალენტობის პროცენტული წილი ნორმებს შეესაბამებოდეს, რომლის მინიმალური ზღვარიც ევროსტანდარტის მიხედვით 40 პროცენტია. ინდოეთი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა მოსახლეობის რაოდენობით, რა გასაკვირია, რომ მსოფლიო ფარმაცევტული წარმოების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყანაში იყოს თავმოყრილი. ინდოეთი ცნობილია ჯენერიკ მედიკამენტების წარმოებით. ძალიან ბევრ საერთაშორისო მწარმოებელს გერმანიიდან, შვეიცარიიდან , ავსტრიიდან და ა.შ ქარხნები გააჩნიათ ინდოეთშიც. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ინდური წამალი უხარისხოა არასწორია. ინდოეთში ძალიან ბევრი მაღალხარისხიანი პროდუქტი მზადდება. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ინდური მწარმოებლების რამდენიმე ასეული მედიკამენტი დარეგისტრირდა საქართელოში. ძლიერი ტენდენცია შეინიშნება. საზოგადოებაში ჩნდება კითხვა რამდენად ხარისხიანია აღნიშნული მედიკამენტი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში არსებულ არცერთ ლაბორატორიას წამლის ხარისხის სრულფასოვანი კვლევის მექანიზმები არ გააჩნია. ამ მიმართულებითაა საჭირო სწორედ, გაკრვეული ღონისძიებების ჩატარება და შესაბამისი სტანდარტების ლაბორატორიის არსებობა.
– რეგისტრაციისას, შემოწმების რა გზებს გადის წამალი საქართველოში?
– საქართველოში, მედიკამენტის რეგისტრაცია ხდება იმ დოკუმენტაციის შემოწმების საფუძველზე, რომლებიც წარმოდგენილია რეგისტრაციის დროს, იმ მომენტში. ეს არ ნიშნავს, რომ ის მედიკამენტი უხარისხოა, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს კანონი წამლის შესახებ ამ მხრივ, არ არის სრულყოფილი. თუმცა, ამჟამად მზადდება კანონის ახალი ვერსია და რა ცვლილებებს შემოგვთავაზებენ, ჯერჯერობით, უცნობია.
კომენტარები