0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯენერიკი უსაფრთხო და ხელმისავდომი მედიკამენტია

ჯანდაცვის სამნინისტროს მიერ განხორციელებული უახლესი რეფორმები შეაფასა ავერსის კლინიკის ექიმმა ოფთალმოლოგმა და ოფთალომოქირურგმა კახაბერ თავართქილაძემ. მედიკოსმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ პაციენტებისთვის აღნიშნული რეფორმა ძალიან მომგებიანი და საინტერესო იქნება, რადგან ოჯახის ექიმის მომსახურება სრულიად უფასო და ხელმისაწვდომია.

 

"ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მომწონს. პაციენტებისთვის აღნიშნული რეფორმა მომგებიანი და საინტერესოა, იმ თვალსაზრისით, რომ ოჯახის ექიმის მომსახურება  სრულიად უფასოა და ზედმეტი ფინანსური ხარჯების გაღება არ მოუწევთ. შესაძლოა ოჯახის ექიმთან მისულ პაციენტს არ გააჩნდეს ეჭვი დაავადების განვითარების შესახებ და ეს აღმოაჩინოს ოჯახის ექიმმა. შემდგომ კი მოახდინოს პაციენტის სათანადო გადამისამართება ვიწრო სპეციალისტთან. ეს იქნება ერთგვარი პრევენციაც, რათა შემდგომ არ მოხდეს ამ დაავადების გართულება. აქედან გამოდინარე, ბევრი უპირატესობა გააჩნია აღნიშნული რეფორმის განხორციელებას.“

 

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა უკვე წარმატებით მუშაობს და შესაბამისად,  პაციენტებიც კმაყოფილები არიან. „გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ რაც უფრო კვალიფიციური ექიმები იმუშავებენ ჯანდაცვის პირველად რგოლში, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ექიმებისთვის უწყვეტი განათლების სისტემის შემუშავება. ეს აუცილებელია, არა მარტო ოჯახის ექიმებისთვის, არამედ ნებისმიერი ვიწრო სპეციალისტისთვისაც’’.

 

კახაბერ თავართქილაძემ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაც შეაფასა და მოკლედ ისაუბრა რეფორმის დადებით მხარეებზეც:

 

"რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, რა თქმა უნდა,  მისასალმებელია. ეს რეფორმა სასარგებლოა, როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვისაც. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად და უპრობლემოდ მიიღოს აღნიშნული რეფომით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურება. პაციენტებისთვის ხელმისწავდომი გახდა ისეთი ქირურგიული ოპერაციები, რომლის ჩატარებაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა მოსახლეობის დიდ ნაწილს“.

 

ექიმმა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მედიკამენტი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ფენისთვის ხელმისაწვდომი.

 

"მედიკამენტების ფასები რაც უფრო დაბალი იქნება მით უკეთესია, რადგან ყველას უნდა გააჩნდეს მისი შეძენის შესაძლებლობა. დღეს  ფასები მედიკამენტებზე კატასტროფულია. აუციელებლია შექმნილი მდგომარეობის დარეგულირება.  ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებაა. ჯენერიკი უსაფრთხოა, მისი მომხმარება შესაძლებელია და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი’’.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები