2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაციენტის ორიენტირება და პირველადი დახმარება პირველად რგოლში უნდა მოხდეს

პირველადი ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტულად გამოაცხადა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რეფორმა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას და პრევენციული მედიცინის განვითარებას გულისხმობს.

აღნიშნული რეფორმა, მოქალაქეებთან ერთად, პირდაპირ შეეხებათ მედიკოსებს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს. ჩვენ დავუკავშირდით ტკივილის მართვის ცენტრის დირექტორს, პროფესორ შალვა ჩხიკვიშვილს და მისი აზრით დავინტერესდით პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა  მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის ის, სადაც პაციენტი პირველად ხვდება. პაციენტის ორიენტირება და პირველადი დახმარება სწორედ ამ რგოლში ხდება. პრაქტიკულად, ამ დროს დგება სტრატეგია, ტაქტიკა, როგორ უნდა იმართოს პაციენტი მომავალში. ამიტომ, ეს რგოლი კარგად უნდა იყოს განვითარებული“,  - მიიჩნევს შალვა ჩხიკვიშვილი.

პროფესორი შალვა ჩხიკვიშვილი ასევე გამოყოფს, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, რაც რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სამინისტრომ. „უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს დიაგნოსტირების პრობლემა. ეს ალბათ უფრო განათლებასთან არის დაკავშირებული. რეფორმის განხორციელებისას პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების კომპეტენციის საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული“ –ამბობს შალვა ჩხიკვიშვილი. მისი აზრით, ასევე აუცილებელია რაიმე ფორმით დარეგულირდეს მედიკამეტებზე ფასები, რაც საკმაოდ აწუხებს მოსახლეობის ფართო ფენას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები