2 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გია ბაღაშვილი: „პრევენცია და დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“

ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ პირველადი რგოლის რეფორმას გია ბაღაშვილი გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მისმა ოჯახმა ორჯერ ისარგებლა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით, მათ შორის ერთხელ, როდესაც მესამე ქალიშვილი შეეძინა. ეს  ხელშეწყობა ნამდვილად დიდი შეღავათია მრავალსულიანი ოჯახისათვის, – აღნიშნა ბაღაშვილმა .

„მართალია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით რთული დაავადებების შემთხვევაში, მათი მესამე და მეოთხე სტადიაზე გადასვლის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. ლოგიკურია, რომ პრევენცია და დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

მე მაინც მგონია, რომ ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია  მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობასთან. როდესაც ადამიანს პურის ფულის შოვნაც კი უჭირს, დგას ალტერნატივის წინაშე, თვითონ მოიკლოს საჭმელი და შვილს აჭამოს, ასეთ დროს ჯანმრთელობას ვეღარ აქცევს ყურადღებას, თუ უკიდურესი საჭიროება არ არსებობს“, – ამბობს ბაღაშვილი.

მისი აზრით, ზოგადად სოციალურ მხარეზე ორიენტირებული ბიუჯეტი თუკი რაიმე მხრივ შეიძლება იქნას გამართლებული, სწორედ ჯანდაცვაა. „მსმენია ბევრი კრიტიკა და პროგნოზები, რომ ჩვენი მწირი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს ამხელა დატვირთვას, თუმცა ალბათ ჯობია, რომ ის მძიმე მემკვიდრეობა, რაც გვერგო ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კუთხით, როგორმე შევცვალოთ უკეთესობისკენ. თუნდაც ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვეს ეს პროცესი. გასაგებია, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რაღაცის ფასად უჯდება სახელმწიფოს, მაგრამ არაუშავს, ეს გასაწევი ხარჯია.

მარტო რად ღირს C ჰეპატიტის ელიმნაციის პროგრამა. ასეთი ხელმისაწვდომი მკურნალობის სერვისები, როგორც ვიცი, ერთეულ ქვეყნებშია. ყველა ქვეყანას თავისი წარსული და აწმყო აქვს და მხოლოდ სხვებს არ უნდა შევადაროთ თავი. ყველა ქვეყანა თავისი პრობლემიდან უნდა ამოვიდეს და მასზე ორიენტირებული იყოს. ხშირად გვესმის, რომ ერი ბერდება, რომ დემოგრაფიული პრობლემების წინაშე ვართ. მე კი მგონია, რომ ვერანაირ სერიოზულ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით, თუ ჯანსაღი ერი არ გვეყოლება, არ ვიზრუნებთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჯანსაღი თაობების აღზრდაზე. რაშიც სახელმწიფო როლი უმთავრესია. ნება უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რასაც, ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოდროინდელი ნაბიჯები ამტკიცებს და იმედი მაქვს, რომ სოციალურად ორიენტირებული უწყება ასეთად დარჩება.“– აღნიშნა გია ბაღაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები