1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელიმინაციის პროგრამა ფარავს როგორც მკურნალობის, ასევე დიაგნოსტირების ხარჯებს და ეს მთავარია

28 ივნისი C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. 2015 წლის აპრილიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც დაავადებული პაციენტებისათვის უფასოდ მკურნალობას გულისხმობს.

C ჰეპატიტის ადვოკატირების პროგრამაზე მუშაოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც. საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე პროგრამის შესახებ საუბრობს.

„ჩვენ ვმუშაობდით C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ადვოკატირებაზე. ჩვენ გადავიღეთ ვიდეო ადამიანზე, რომელიც იყო დაავადებული C ჰეპატიტით და მისთვის მკურნალობა იყო ხელმიუწვდომელი. საქართველოში C ჰეპატიტით დაახლოებით ორასი ათასი ადამიანია დაავადებული, რაც მოსახლეობის დაახლეობის 6,7%-ია. ეს არის ძალიან ძველი კვლევა, რომელიც ჩატარდა 2000 წელს. ახალი კვლევა ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა, როგორც ვიცი, ამაზე მიმდინარეობს სამუშაოები.

ამ 200 000 ადამიანიდან, პროგრამის დაწყებამდე, მკურნალობაზე ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ 1%-ს. მკურნალობა ღირდა ძალიან ძვირი, ამიტომ, საკუთარი ჯიბიდან ამ თანხის გაღება მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეეძლო. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პაციენტები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იღებდნენ მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტს. თუმცა ამ პროგრამის ხარვეზი იმაში მდგომარეობდა, რომ დიაგნოსტირების თანხას კვლავ პაციენტი ფარავდა. არადა, სწორედ დიაგნოსტირებაა პირველი ნაბიჯი C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩასართავად. ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ თავს იკავებდა პროგრამაში ჩართვისაგან, რადგან დიაგნოსტირების ხარჯების გაღება არ შეეძლო.

რაც შეეხება ელიმინაციის პროგრამას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იფარება როგორც მკურნალობის, ასევე დიაგნოსტირების ხარჯები. შემოვიდა ახალი მედიკამენტი და სწორედ ამ მედიკამენტით მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი და როგორც ცნობილია, განკურნების შედეგებიც დამაიმედებელია.

ეს პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც მიმდინარეობს, სამოქალაქო სექტორის პარალელურად და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია“,- აღნიშნავს თამარ დეკანოსიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები