1 9 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცოცხით გაუპატიურების კადრები დადგმული იყო

ჩამოტვირთვა

ვლადიმერ ბედუკაძე პატიმართა წამების კადრებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და სკანდალურ არიარებას აკეთებს.გლდანის მე–8 სასჯელახსრულების დაწესებულების თანამშრომელი,რომელმაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პატიმართა სასტიკი წამების ამსახველი კადრები გაავრცელა აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეო მასალებში სადაც პატიმართა წამებაა ასახული და სადაც ფიგურირებს ცოცხი, გაუპატიურების სცენა არ არის ასახული. „მე არასდროს არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, რომ იმ სცენაში, სადაც ცოცხი ფიგურირებს, ეს არის გაუპატიურება ცოცხით. ეს იყო დაცინვა პატიმრის, ეს იყო ფსიქიურად დაავადებული პატიმარი და მას დასცინოდნენ. ჩემს ვერცერთ ინტერვიუს ვერ ნახავთ, სადაც მე ვამბობ, რომ ცოცხით იმ ვიდეოში მოხდა გაუპატიურება, ცოცხი ფართოდ გავცელებული საგანი იყო პატიმრების შეურაცხყოფის, აშიშვლებდნენ ნაცემ პატიმრებს, ვინც თანამშრომლობაზე ხელწერილს არ წერდა ადმინისტრაციაში შეჰყავდათ და უნიტაზში ამოვლებული ცოცხით „ქურდად ნათლავდნენ“ – ამ განცხადებას ბედუკაძე პრაიმ ტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში აკეთებს. შეგახსენებთ ,რამდენიმე დღის წინ ლიტვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რომას რაუდისი, სკანდალური ვიდეო მასალების ჩვენების შემდეგ ლიტვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მივლინებული იყო საქართველოში. BBC-ის პროგრამა Newshour-ისათვის მიცემულ ინტერვიუში რაუდისმა განაცხადა, რომ მან მოახერხა გამოეკვლია ის პატიმრები, რომლებიც ვიდეოკადრების მიხედვით სხვადასხვა საგნებით გააუპატიურეს. ,,რადგან მე საქართველოში მივლინებული ვიყავი, როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, პირველ რიგში მაინტერესებდა გარეშე საგნებით გაუპატიურების დეტალები.„მე თავად შევთავაზე ქართულ პროკურატურას, რომ მსგავსი ფაქტების დასადასტურებლად ან უარსაყოფად აუცილებელი იყო დაზარალებულების გამოკვლევა. მაგრამ ჩემს მიერ ჩატარებული დათვალირების შემდეგ ძალადობის ფაქტები არ დადასტურდა.“ ბელგიაში სკანდალური ფირებს ექსპერტიზა უტარდებათ. ერთ-ერთი ინფორმაციით, სწორედ ექსპერტიზა გადაწყვეტს მიანიჭებენ თუ არა ბედუკაძეს ბრიუსელში პოლიტიკური დევნის სტატუსს. ბედუკაძე მის სესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობს და ბრიუსელიდან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები