მსოფლიო
დარახველიძემ „აიტივის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
2012-10-01 20:47:31
ჩამოტვირთვა
ამბროლაურის #37 უბანზე რამდენჯერმე მივიდა „ქართული ცონების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით დარახველიძე. ის საარჩევნო უბანთან შტაბის წევრებისა და მომხრეების თანხლებით მივიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მხოლოდ კომისიის წევრებსა და პარტიის წარმომადგენლებს აქვთ.
დარახველიძეს აიტივის ჟურნალისტმა შეკითხვით მიმართა. ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა, სწორედ მაჟორიტარობის კანდიდატისგან მოესმინა, ჰქონდა თუ არა მას საარჩევნო უბანზე მისვლის უფლება საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ. შეკითხვას დარახველიძის მხრიდან გაღიზიანება მოყვა. მან ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორია დატოვა.
კომენტარები