1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილი მელაძეების სახლის ადგილას აკვაპარკს აშენებს

ჩამოტვირთვა

ეს წყნეთის ხევია, აქ ჯერ კიდევ 5 დღის წინ მწვანე მინდორს და ხეხილს ნახავდით, რამდენიმე წლის წინ კი ამ ადგილას მელაძეების სახლი მდებარეობდა. დღეს ეს ადგილი უკვე ნასახლარია... ყველაფერი კი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც წყნეთის ხევით ჯერ კიდევ აპოლიტიკური და ბიზნესით გატაცებული ივანიშვილი დაინტერესდა. მაშინ ოლიგარქმა გადაწყვიტა, მელაძეებისთვის საკუთრება წაერთმია. თვითონ გამოჩენა არ ისურვა და მოლაპარაკებაზე მელაძეებთან ,,ქართუ ბანკის’’ ვიცეპრეზიდენტი და საკუთარი სიძე, გია ჭანკვეტაძე მიავლინა. ივანიშვილმა, რომ სახლის გროშებად გაყიდვაზე უარი მიიღო, იმ დროისთვის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს მიმართა, ბურჯანაძემ კი , რომელიც ივანიშვილის მიმართ სიმპატიებს, ახლაც ვერ მალავს, მაშინ ოლიგარქს მელაძეების კუთვნილი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ყოველგვარი კომპენსაციისა და ფულის დახარჯვის გარეშე გადასცა. ასე აღმოჩნდა წყნეთის ხევში 7000 კვ.მ ფართობი ივანიშვილის კომპანია ,, იუნიონის’’ საკუთრება. მას შემდეგ 6 წელი გავიდა, როგორც მეზობლები ჰყვებიან ივანიშვილი აქ ქართუ ბანკის აშენებას აპირებდა. დღეს კი პოლიტიკაში ოცნებით დაკავებულმა ოლიგარქმა, წინაასაარჩევნოდ, ამ ტერიტორიაზე აკვაპარკის მშენებლობა გადაწყვიტა, ეს ამომრჩეველთა გულის მოსაგებად... ივანიშვილის ახალმა განზრახვამ კი, წყნეთის ხევის მოსახლეობა დააზარალა... როგორც ადგილობრივები itv-ისთან პირად საუბარში ჰყვებიან, კომპანიის წარმომადგენლები ტერიტორიაზე ამ დრომდე არ გამოჩენილან, უკვე 5 დღეა აქ მხოლოდ მუშები მუშაობენ, მათი ხელმძღვანელობა კი როგორც სჩანს ადგილობრივს, ვინმე კახას დაევალა, რომელიც ჩვენთან საუბრისას არც გვარს აკონკრეტებს და არც იმას ამბობს ვინ ან რატომ მისცა მას ეს დავალება. თუმცა ჩვენ მივაკლვლიეთ დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ტერიტორიის მიწით დაფარვის ნებართვა, სწორედ კომპანია ,,იუნიონის’’ გაცემულია. მეზობლები ჰყვებიან, რომ ეს კახა ქართული ოცნების წევრია და ივანიშვილის კომპანიისგან გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს. როგორც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია ოლიგარქი მას ახალი ბინის აშენებასაც დაპირდა. ახლა კადრში ხედავთ სწორედ იმ ტერიტორიას, სადაც ივანიშვილი წინასაარჩევნოდ აკვაპარკის აშენებას აპირებს, ოლიგარქს ალბათ დაავიწყდა,რომ 2006 წელს, მაშინ, როდესაც ქართუ ბანკის ახალი ოფისისთვის ეს ტერიტორია მოეწონა, აქ ერთი ხანში შესული კაცი ცხოვრობდა, რომელიც ოლიგარქის მიერ სახლის მიწასთან გასწორებას და ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას შეეწირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები