მსოფლიო
ექიმების აზრით უიტნი ჰიუსტონი ცოცხლად მოხარშეს
2012-04-07 19:06:56
ჩამოტვირთვა
ამერიკელი მედიკოსების ერთმა ჯგუფმა ლოს-ანჟელესის პოლიციას თხოვნით მიმართა, განიხილონ უიტნი ჰიუსტონის მკვლელობის ვერსია. ექიმები თვლიან, რომ „მომღერალი ადუღებულ წყალში ცოცხლად მოხარშეს“.
ამ ეჭვს იმით ხსნიან, რომ აბაზანაში, რომელშიც ჰიუსტონი გარდაცვლილი ნახეს, სიკვდილის დადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგაც, წყალი პრაქტიკულად ისევ „მდუღარე“ იყო.
ექიმების თქმით, ეს შეუძლებელია, რადგან „წყალი ისეთი ცხელი იყო, რომ მის შეხებასაც ვერ გაბედავდით. პოლიცია ტყუილად არ განიხილავს მკვლელობის ვერსიას“ - განაცხადა ექსპერტმა მედიცინის სფეროში დრიუ პერსკიმ.
ეჭვს ისიც აღრმავებს, რომ როგორც საგამოძიებო დასკვნაში წერია, ჰიუსტონი აბაზანაში „თავით დაბლა“ მდგომარეობაში იყო, წყალი კი წითელი იყო, რადგან მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
ექიმები არ იზიარებენ ვერსიას, რომელიც მომღერლის სიკვდილის მიზეზად დასახელდა და სამართალდამცავებისგან მათ მიერ მითითებული გარემოებების შესწავლას მოითხოვენ.
კომენტარები