0 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიო „დიდი გამყინვარების“ მოლოდინში?...

ჩამოტვირთვა

ატმოსფერული ცვლილებები, მისი გავლენა დედამიწაზე მომხდარ კატაკლიზმებზე მე-20 და 21-ე საუკუნეებში ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდა. ბოლო ათწლეულში ჩვენს პლანეტაზე მომხდარი ძლიერი კატაკლიზმების გამო კიდევ ერთხელ უამრავი კითხვის ნიშანი დაისვა დედამიწისა და მის მოსახლეობის მომავლის შესახებ. უკანასკნელი ასეთი ბუნებრივი მოვლენა ევროპის კონტინენტზე თავსდამტყდარი ძლიერი ყინვაა. რა გავლენა აქვს ატმოსფეროს დედამიწაზე მიმდინარე გეოფიზიკურ მოვლენებზე, რა კავშირია მათ შორის და როგორია დღეს თანამედროვე სამყაროში დედამიწის ატმოსფერო? ატმოსფეროზე სისტემატური დაკვირვება ოპტიკური მეთოდებით 1957 წლიდან მიმდინარეობს. 1957 წელი ითვლება გეოფიზიკის წლად, რასაც მოჰყვა თანამგზავრების გაშვება დედამიწის გლობალური პროცესებისა და სამყაროს ცვლილებების შესასწავლად. ეს არის პერიოდი, როცა მეცნიერები მიხვდნენ, რომ საჭიროა გლობალური მიდგომა და შიდაატმოსფერული პროცესების შესწავლა. ატმოსფერო, რომელიც ქმნის ადამიანისთვის სასიცოცხლო გარემოს, დროთა განმავლობაში იცვლება. მისი ევოლუციის ისტორიაში არსებობდა რამდენიმე გამყინვარება, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, როგორიც იყო ცნობილი დიდი გამყინვარება. ეს მოვლენა მზის აქტივობაზეა დამოკიდებული. 300-400 წლის წინათ ევროპა მცირე გამყინვარებამ მოიცვა – არსებობს ჩანაწერები, რომ, მაგალითად, პარიზში ზამთარი გაგრძელდა რამდენიმე თვით და იქ თბილი ქურქები ეცვათ, მაშინაც როცა, სეზონის მიხედვით, თბილი ამინდი უნდა ყოფილიყო. დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები, გავლენას ახდენს დედამიწის ღერძზე. ღერძი იხრება სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, დიდი გამყინვარებისას გადახრილი იყო მზის საწინააღმდეგო მხარეს, ანუ პოლუსი მოშორებული იყო მზის სხივებს. დედამიწის ღერძის გადახრის მაქსიმუმი 24,5%-ია, მინიმუმი – 21,5%, რაც დაახლოებით 200 კმ-ით იზომება. ამ მომენტისთვის გადახრა 23%-ია რაც გლობალური დათბობის ტენდენციას იწვევს. დედამიწას მზის ირგვლივ ბრუნვის 100 000-წლიანი ციკლი აქვს, რომლის ფარგლებშიც ამჟამად დედამიწა მიახლოებულია მზესთან. ამას ემატება ადამიანის საქმიანობისა და თანამედროვე ცივილიზაციის თანმხლები ფაქტორები. ეს ყველაფერი იწვევს გლობალურ დათბობას, რაც როგორც ციკლური, ისე ეპოქალური მოვლენაა. ამის მიუხედავად მეცნიერები უახლესი 10 წლის განმავლობაში მზის აქტიურობის შემცირებას პროგნოზირებენა. მათი თქმით, შეიძლება მოხდეს ,,მცირე გამყინვარების პერიოდის“ გამეორება, რომელიც XVII საუკუნეში მოხდა. დედამიწაზე დიდი გამყინვარება 450 მლნ. წლის წინ დაიწყო. ეს იყო პლანეტის გეოლოგიური ისტორიის ხანგრძლივი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც მრავალგზის ვითარდებოდა დროის ძალზე ცივი პერიოდები, რომელსაც თან სდევდა მსხვილი კონტინენტური გამყინვარება; ამ უკანასკნელს ენაცვლებოდა დროის ისეთი მონაკვეთები, სადაც ფიქსირდებოდა გამყინვარებათშორისი ეპოქები, რომელსაც მოჰყვა კონტინენტური გამყინვარების მნიშვნელოვანწილად გალღობა. ამ პერიოდს მყინვარული ეპოქა ეწოდება. ამერიკის ნაციონალურ ობსერვატორიაში შიშობენ, რომ უახლოეს წლებში მზის ლაქები მკვეთრად შემცირდება. მათი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მზის აქტივობის მომდევნო ციკლმა დიდხანს დაიგვიანოს ან საერთოდაც არ დაიწყოს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ახალი ციკლი შესაძლებელია 2020-21 წლებში დაიწყოს. სპეციალისტები იმაზეც მსჯელობენ, მიიყვანს თუ არა მზის აქტივობის შეცვლა, მეორე ე.წ. მაუნდერას მინიმუმის - პერიოდამდე, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მზის აქტივობამ და ლაქებმა მკვეთრად იკლო, მსგავსი მოვლენა 70 წლის განმავლობაში, 1645 - 1715 წლებში გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, მაგალითისთვის ინგლისში, მდინარე ტემზა გაიყინდა და ყინულის სისქე 3 მეტრს აღემატებოდა. ტემზაზე ეტლები თავისუფლად და უშიშრად გადაადგილდებოდნენ. მეცნიერების პროგნოზით, მზის აქტივობის დავარდნამ, შეიძლება იქამდეც მიგვიყვანოს, რომ პლანეტაზე ტემპერატურა საშუალოდ 0,5 გრადუსით დაეცეს. თუმცა ამერიკელი მეცნიერი ფრენკ ფილი თვლის, რომ განგაშის და შიშის მიზეზი ჯერ არ გვაქვს და თან დასძენს, რომ მედალს ორი მხარე აქვს და ამ პრობლემაბს დადებითი კუთხით უნდა შევხედოთ. ,თუ მზის აქტივობა მკვეთრად დაეცემა და დედამიწაზე ტემპერატურა მოიკლებს, ეს კატასტროფა არ იქნება, რადგან ამით ჩვენ მზე დაგვეხმარება და დედამიწაზე გლობალური დათბობა აღარ იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები