0 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში მომწამვლელი ძეხვები იყიდება

ჩამოტვირთვა

მომხმარებელთა ფედერაცია ჯანმრთელობისთვის საშიში ძეხვების ნუსხას ავრცელებს: „ზეიკიძე“, „მოსკოვური“, ნახევრადშებოლილი, სუჯუკი, ბასტურმა, შპს „ეკომოთის“ ნახევრადშებოლილი, დიდუბის მოსკოვური და რუსთავი. მომწამვლელი პროდუქტის ჩამონათვალიდან, „ზეკიძისა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო „ეკომოთის“ გარდა, ყველა ძეხვის წარმოშობა უცნობია. მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი, მადონა კოიძე აცხადებს, რომ მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ჯანმრთელობისათვის საშიში ძეხვეულის დამამზადებელ საწარმოებს ვერ მიაკვლია. „მომხმარებელთა ფედერაციამ“ თბილისსა და რეგიონებში შეძენილი ნაწარმი შეამოწმა. კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქცია საკვებად უვარგისი და ჯანმრთელობისთვის საშიში იყო, მასში მრავლად არის პროტეუსის ბაქტერიები, რაც კუჭ–ნაწლავის სისტემის მძიმე ინფექციურ დაავადებებს იწვევს. „აიტივის“ გადამღები ჯგუფი, თბილისში, ძეხვეულის ერთერთ ბაზრობას ესტუმრა. თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მტვერში განლაგებულ დახლებზე, „მომხმარებელთა ფედერაციის“ მიერ დასახელებული ძეხვეული თავისუფლად იყიდება. პროდუქციის ხარისხიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქ არავის აქვს. ამის მიუხედავად, გამყიდველები პროდუქტის ვარგისიანობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათთან შეძენილი ძეხვით დღემდე არავინ დაავადებულა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე „მომხმარებელთა ფედერაციის“ მიერ მიწოდებული მასალის შესწავლა მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუ კვლევის შედეგები დადასტურდება, ჯანმრთელობისათვის საზიანო ნაწარმის მწარმოებელთა ვინაობას დაადგენენ და შესაბამის ზომებსაც გაატარებენ. ასე რომ, სანამ სურსათის ეროვნული სააგენტო „მომხმარებელთა ფედერაციის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს დაადასტურებს, მომხმარებლისათვის, ალბათ, უმჯობესი იქნება, საეჭვო პროდუქციის ყიდვისაგან თავი შეიკავოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები