1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთში ბინებს სექსის სანაცვლოდ აქირავებენ

ჩამოტვირთვა

საფრანგეთში ბინის მეპატრონეები ბინებს სექსის სანაცვლოდ აქირავებენ. ასეთი განცხადებები რამდენიმე ვებგვერდზე უკვე გაჩნდა. ფრანგული გამოცემის Liberation-ის რეპორტიორის თქმით, რომელიც ამ თემას 6 თვე სწავლობდა, ხშირ შემთხვევაში, ასეთი განცხადებების ავტორები მამაკაცები არიან, რომლებიც კლიენტისგან ბინის ქირის სანაცვლოდ, თვეში ორჯერ სექსუალურ კავშირს ითხოვენ. ზოგჯერ მეპატრონეს უწყინარი მოთხოვნები აქვს - მაგალითად, ბინის დალაგება ან რეცხვა, მაგრამ განცხადებებში ბინის ქირის სექსუალური მომსახურებით ანაზღაურება ჭარბობს. ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში 19 წლის სტუდენტი გოგონას წიგნი გამოვიდა სახელწოდებით - "ჩემი ძვირადღირებული განათლება", სადაც ის ყვება, რომ ფულის არქონის გამო, იძულებული იყო, ბინა სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ "დაექირავებინა". ყველაზე ხშირად საფრანგეთში ბინის ქირის სიძვირეს სწორედ ახალგაზრდები განიცდიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები